Usuari:Dato deutschland/სავარჯიშო/გურია

De la Viquipèdia, l'enciclopèdia lliure

მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინცია გურიის ტერიტორიას. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-GU. გურიის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:

  1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი;
  2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი;
  3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.

ზოგადი ცნობები[modifica]

მხარის ფართობი შეადგენს 2030,7 კვ.კმ–ს, მოსახლეობა – 148 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე – 73 კაცს. მოსახლეობის 96% ეთნიკურად ქართველია. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ოზურგეთი. მხარეში 193 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:


thumb|right|250px

კლიმატი ნოტიო-სუბტროპიკული. ძირითადი მდინარეებია სუფსა, ნატანები, ბჟუჟი, ბახვისწყალი, გუბაზოული

ადგილობრივი თვითმმართველობა[modifica]

მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება 3 მუნიციპალიტეტში: ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის. მხარეში სახელმწიფო ზედამხედველობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. ამ თანამდებობაზე დღემდე მუშაობდნენ:

  • 1995 – მიხეილ ჭკუასელი;
  • 1997 – ოლეგ ნიკოლეიშვილი;
  • 1998 – კარლო გუჯაბიძე;
  • 2003 - ვახტანგ გოლიაძე;
  • 2004 - ბეჟან კალანდაძე;
  • 2005 - ალეკო ცინცაძე;
  • 2006 - მიხეილ სვიმონიშვილი
  • 2008 - რამაზ ნიკოლაიშვილი
  • 2008 - ვალერი ჩიტაიშვილი