Usuari:Dato deutschland/სავარჯიშო/აფხაზეთი

De la Viquipèdia, l'enciclopèdia lliure
აფახაზეთი

ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში, შავი ზღვის სანაპიროზე. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-AB. იგი მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების აფხაზეთის და სამეგრელოს (ნაწილობრივ) ტერიტორიას. 1992 წლის კონფლიქტამდე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედიოდა შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:

  1. ქალაქი სოხუმი;
  2. გაგრის რაიონი;
  3. სოხუმის რაიონი;
  4. გუდაუთის რაიონი;
  5. გულრიფშის რაიონი;
  6. გალის რაიონი;
  7. ოჩამჩირის რაიონი.

199? წელს სეპარატისტულმა ხელისუფლებამ განახორციელა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმა, რის შედეგადაც ოჩამჩირისა და გალის რაიონების ტერიტორიების ნაწილის ხარჯზე შექმნა ტყვარჩელის რაიონი.

ზოგადი ცნობები[modifica]

ავტონომიური რესპუბლიკის ფართობი შეადგენს 8700 კვ.კმ–ს, მოსახლეობა – დაახლოებით 100-120 ათასს. ავტონომიის დედაქალაქია ქალაქი სოხუმი. ავტონომიის ტერიტორიაზე 526 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

ადგილობრივი მმართველობა[modifica]

დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებს წარმოადგენენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო (საკანონმდებლო ორგანო) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო (აღმასრულებელი ორგანო), რომლებიც 1993 წლიდან ქალაქ თბილისშია განთავსებული.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშაა გულრიფშის რაიონის აჟარის სასოფლო თემის ტერიტორია (23 სოფელი), ე.წ. კოდორის ხეობა. ამ ტერიტორიაზე 1998-2004 წლებში მოქმედებდა საქართველო პრეზიდენტის რწმუნებულის მმართველობა.